logo
ENG



ვითხოვთ პრემიერთან შეხვედრას - "ჯაბა კრედიტის" დაზარალებულების აქცია კანცელარიასთან

24 ოქტ 201910:58
3 წუთის საკითხავი
 
7xg7esu90nkhf3w.jpeg

საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან შპს "ჯაბა კრედიტის" დაზარალებულები ამ წუთებში აქციას მართავენ. აქციის წევრები პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიათან შეხვედრას მოითხოვენ. მათი თქმით, უკვე ერთი წელია საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა პროცესები ამ დრომდე გაურკვეველია. 

"ჩვენ დღეს შევიკრიბეთ, რათა მოვითხოვოთ ორი რამ. პირველი, პრემიერთან შეხვედრა და მეორე - იბიექტური გამოძიების იმ საქმესთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს შპს "ჯაბა კრედიტის" მიერ ჩვენი კრედიტორების თანხების მითვისებას. გამოძიბეა დაყწებულის 2019 წლის 2 მარტიდან. მიმდინარეობს ფინანსთა სამინისტროს საგმოძიებო სამსახურის თბილისის მთავარ სამმართველოში ეს გამოძიება და ჩენ დღემდე არ გვაქვს დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული, რადგან რევიზია ტარდება რაც ვითომ ზაფხულის ბოლოს უნდა დასურლებულიყო და გამოძიება გვეუბნება, რომ მისი შედგებს ველოდებით. რა არის ეს რევიზია, არავინ არ გვიხნსის. პროკურატურასთან გავმართეთ აქცია და არავინ გამოგვხმაურებია. წერილობითაც მივმართეთ და საერთოდ დუმილია ხელისუფლების მხრიდან. გამოძიების ცნობით, 388 კრედიტორია დაზარალებული. ორგანიზაციაში გაწევრიანებულია 178 ადამიანი. ზოგიერთი მძიმე ავადმყოფია და აქციებზე ამის გამო ფიზიკურად ვერ მოდის,"- აცხადებს "ჯაბა კრედიტის" დაზარალებულ კრედიტორთა ასოციაციის დამფუძნებელი ზვიად გოგიაშვილი.

 


close დახურვა